საზოგადოება
ევროკავშირის ელჩმა ახალციხეში საინფორმაციო პუნქტი გახსნა
სამცხე-ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, დღეს, 4 ივლისს, ახალციხეში, ევროპის საინფორმაციო პუნქტი გახსნა და სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ორდღიანი ვიზიტის პირველ სამუშაო დღეს, ელჩი ვიზიტისას ახალციხეში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ადგილობრივ ბენეფიციარებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოში ყველა თემის მხარდაჭერის მტკიცე ერთგულების გამოხატვაა – განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მრავალფეროვნება, მედეგობა და სამოქალაქო ენერგია ღრმად არის ფესვგადგმული.
"ეს ახალციხეში ჩემი პირველი ვიზიტია, თუმცა, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი. ევროკავშირი, მრავალი წლის განმავლობაში, მხარს უჭერდა სხვადასხვა თემებს საქართველოში. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება", – განაცხადა ელჩმა.
ორდღიანი ვიზიტი მოიცავს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ახალგაზრდებთან, მეწარმეებსა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სხვა ბენეფიციარებთან შეხვედრას.
გააზიარეთ :