საზოგადოება
უწყვეტი აქციის 81-ე დღე ახალციხეში
არა რუსულ რეჟიმს! - უწყვეტი პროტესტის 81 -ე დღე ახალციხეში.
დღეს, 5 აპრილს ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან ახალციხელები კვლავ შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია, გათავისუფლდნენ აქციების დროს უკანონოდ დაკავებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. საპროტესტო აქციები ახალციხეში 15 იანვრიდან იმართება. ახალციხის გარდა აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებში და თბილისში.
გააზიარეთ :