საზოგადოება
24 აპრილს სომხური თემი გენოციდის დროს დაღუპულებს იხსენებს
აღიარე – ამ შეძახილებით, სანთლებით, პლაკატებითა და დროშებით, ყოველი წლის 24 აპრილს, სამცხე–ჯავახეთის სომეხი მოსახლეობა, 1915 წელს იხსენებს.
ფოტო: ედუარდ აივაზიანი
ახალციხეში, სომეხთა გენოციდის 110-ე წლისთავთან დაკავშირებით ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეები რაბათში, გრიგორ განმანათლებლის სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ, საიდანაც ქვაჯვარის, გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის მიმართულებით ფეხით მსვლელობა გამართეს.
ახალციხესა და ახალქალაქში ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ ფეხით მსვლელობა 23 აპრილს, საღამოს და 24 აპრილს დილით მოაწყო.
1915 წლის 24 აპრილს, კონსტანტინოპოლში, სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო და ეს პროცესები 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.
სომხური მხარის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი პირი დაიღუპა. დაახლოებით, ამდენივე მთელ მსოფლიოში გაიფანტა. 30–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა.
გააზიარეთ :