ტურისტს, რომელსაც მეორე დღეა მაშველები ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ვარძიის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი 30 აპრილს ნახეს. რუსეთის დაკარგულ მოქალაქეს ასპინძის მუნიციპალიტეტში ორი დღეა ეძებდნენ.
ადგილობრივების თქმით, ტურისტი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ კაცის ცხედარი დღეს იპოვეს.