გადაცდენილი არაფერი ჰქონდა - მცირეწლოვანის ექსპერტიზა დასრულდა
მცირეწლოვანის ექსპერტიზა უკვე დასრულდა. ექსპერტ დავით მერაბიშვილის თქმით, ,,ბავშვს გადაცდენილი არაფერი ჰქონდა", რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ამბობს, რომ პასუხი ერთ თვეში გახდება ცნობილი.
ახალციხის კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი 5 მაისს გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დანაშაული, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება, ამ ეტაპზე უცნობია.