ახალქალაქში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა იცვლება
გასული 2024 წლის ბოლოს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლებიც განსაზღვრავს საკრებულოს შემადგენლობას პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. ამ ცვლილებების თანახმად, საკრებულოს შემადგენლობაში გაიზრდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა, შესაბამისად, მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვიც. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 14-დან 23-მდე გაიზრდება, რის გამოც ბევრი ოლქი გაიყო.
4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა გაიზარდა და 23 შეადგინა. შესაბამისად, ახალქალაქის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობაც გაიზრდება. 2021 წლის არჩევნებზე მათი რაოდენობა 14-მდე შემცირდა. 2021 წლამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 24 მაჟორიტარული ოლქი იყო.
jnews.ge - ის ცნობით, არჩევნების შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 38 დეპუტატი იქნება ყოფილი 42-ის ნაცვლად, საიდანაც 23 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა, დანარჩენი კი პროპორციულით.
№40 საოლქო საარჩევნო კომისიაში – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 63 საარჩევნო უბანია, საიდანაც 4 მდებარეობს ახალქალაქში, ხოლო დანარჩენი სოფლებში. ძირითადად უბნები სკოლებშია განთავსებული.