სამამულო ომის ერთადერთი ვეტერანი ახალციხეში სააკ მიქაელიანია
დღეს, 9 მაისს, ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების მე–80 წელი აღნიშნეს. ადგილობრივი თვითმმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის მემორიალი ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიებას დაესწრო მეორე მსოფლიო ომის 103 წლის ერთადერთი ვეტერანი ახალციხეში, სააკ მიქაელიანი.
ქალაქ ახალციხეში, 12:00 საათზე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკობენ მეორე მსოფლიო ომის ობელისკს. ასევე, ოჯახში პირადად ესტუმრებიან და გამარჯვების დღეს მიულოცავენ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთადერთ ვეტერანს სააკ მიქაელიანს.
დღევანდელ დღეს აღინიშნება ევროპის დღეც, თუმცა თანამდებობის პირებს მათი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნული არ უხსენებიათ. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ათასი მებრძოლი მონაწილეობდა. სამცხე-ჯავახეთიდან 44 730 ადამიანი გაიწვიეს, რომელთა შორის 6 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა, 400-ზე მეტი კი ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა. 18.302 ადამიანი უკან აღარ დაბრუნებულა.