ახალციხესა და რეგიონებში დღეს აქციები გაიმართება
ფოტო აღებულია ჯაბა ნათენაძის ფეისბუქგვერდიდან
ახალციხესა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პროტესტის 116-ე დღეა ახალციხეში, რომელიც ტრადიციულად შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება.
რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:
გორი - მოქალაქეები 17:00 საათზე საკრებულოს წინ შეიკრიბებიან, ლოზუნგით: გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!
ბათუმი - 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია: „სამშობლოს სამსახურში!“;
ზუგდიდი- 19:00 საათზე მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეიკრიბებიან ლოზუნგით: “რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”;
თელავი - 19:00 საათზე აქცია მერიის წინ მოეწყობა;
ქუთაისი - ასევე, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია: „კი ევროპას, არა რუსეთს!“;
ჩხოროწყუ - მერიის წინ, 20:00 საათზე აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან ლოზუნგით: „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“.
პროტესტის 164-ე დღეს, თბილისში, აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 19:00 - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ხოლო 20:00 - აქცია პარლამენტთან გაიმართება.