პარლამენტში “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის
შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვა დაიწყო. ცვლილების თანახმად,
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სამხედრო
სავალდებულო სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სახით
მოხდის ვადა 18-დან 12 თვემდე მცირდება. დღეს კანონპროექტი იურიდიულ
საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებში განიხილეს. ვადის
12-თვემდე შემცირების ინიციატივით პარლამენტს სოზარ სუბარის უწყებამ
მიმართა. სადღეისოდ,
პარლამენტში “სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვა
დაიწყო.
ცვლილების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
სისტემაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული)
სამსახურის სახით მოხდის ვადა 18-დან 12 თვემდე მცირდება. დღეს
კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტებში განიხილეს.
ვადის 12-თვემდე შემცირების ინიციატივით პარლამენტს სოზარ სუბარის
უწყებამ მიმართა. სადღეისოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული)
მოსამსახურეებისათვის დადგენილია 18_თვიანი სამხედრო სამსახურის ვადა,
ხოლო არასაკონტრატო სამსახურის გავლის ვადაა 12 თვე.
“ამ ეტაპზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, შესაბამისი ფინანსური
რესურსებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს გაწვევით ვადიან
საკონტრაქტო მოსამსახურეებისთვის იმ ოდენობის ანაზღაურების
შეთავაზებას, რომელიც მათ შეუქმნიდა არასაკონტრაქტო მოსამსახურისაგან
განსხვავებულ პირობებს და გაზრდიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში
18_თვიანი სამხედრო საკონტრატო სამსახურის გავლის მსურველ პირთა
რიცხვს. 18-თვიანი ვადის არსებობის შემთხვევაში, გართულდება
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის გამართული
ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გაწვევით ვადიანი საკონტრატო
მოსამსახურეების თავმოყრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზაშეწონილია
საკონტრატო მოსამსახურეებისთვის დადგინდეს 12-თვიანი სამხედრო
სამსახურის ვადა”, – განმარტავს სამინისტრო.
