ახალციხის ციხე ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
ახალციხის ციხის ყველაზე მაღალი ადგილი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
ციტადელის ლურჯ ფერში განათების გადაწყვეტილება, კომპლექსის ხელმძღვანელობამ, საქართველოსთვის ვიზალიბეალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვტა.
უვიზო რეჟიმის შემოღებას დღეს, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის 553-მა წევრმა მხარი დაუჭირა, 66 წინააღმდეგი წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.