ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში, ბრაკონიერებმა შველი დაჭრეს
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაკრძალის უფროსმა დღეს დაჭრილი შველი იპოვა.
ბრაკონიერობის შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე, ტყეში დაფიქსირდა.
რევაზ ქიმაძის განცხადებით, შველი ფეხის არეში, სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი"