ქალაქ ვალეს მოსახლეობას, გაზის მიწოდება შეუწყდება
ქალაქ ვალეს მოსახლეობას გაზმომარაგება 21 თებერვლის 08:00 საათიდან, 22 თებერვლის 10:00 საათამდე შეუწყდება.
„სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.
"კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები" - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად აღუდგებათ.