საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ 28 მარტიდან იმოგზაურებენ
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა.
ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ რეგულაციას, საქართველოს მოქალაქეები იმ ქვეყნების სიაში გადაჰყავს, რომლებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზები არ სჭირდებათ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.