17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დაცვისა და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ
17 მაისს, საქართველო ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს ზეიმობს, მსოფლიო კი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატით თბილისში მსვლელობა მოეწყობა. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს და ხატებს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ. მსვლელობის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს და ოჯახის სიწმინდის დღეს მიულოცავს, რის შემდეგაც ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის.
ამ დღესთან დაკავშირებით, მრევლი თბილისში საქართველოს რეგიონებიდანაც ჩადის.
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ, სამი წლის წინ, საქართველოს პატრიარქმა გამოაცხადა.
ამ დღეს მსოფლიო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს უკავშირდება. თარიღის აღნიშვნა მსოფლიოში, 2004 წლიდან დაიწყო.