ახალციხეში საბარგო სადგურის დასახლების მაცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.
ადგილობრივები ხელისუფლებას დაპირების შესრულებას სთხოვენ.
სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს. მათი თხოვნით მოსახლეობამ გზის პირზე გადაინაცვლა, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგა.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს ახალციხის მერი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის აგვისტოში დაწყების პირობა მისცეს.

