ახალციხეში 200 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
საბარგო სადგურის დასახლებაში, 200 აბონენტთან ელექტროენერგია გაითიშა.
"ენერგო პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ უამინდობის გამო, ტრანსფორმატორი ავარიულად გაითიშა. კომპანიაში განმარტავენ, რომ დაზიანებაზე სპეციალისტები მუშაობენ და დენის მიწოდება სავარაუდოდ, 19:00 საათზე აღდგება.