გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი სამცხე–ჯავახეთში დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2017 წლის ივნისის თვეში გამოვლენილი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი კანონდარღვევა სამცხე–ჯავახეთში დაფიქსირდა.
დეპარტამენტის მიერ საქართველოს მასშტაბით გამოვლენილია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 866 ფაქტი. აქედან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით – 815 კანონდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო სისიხლის სამართლის კოდექსის მიხედვით – 51 ფაქტი.
ყველაზე მეტი 216 ფაქტი წიაღის კანონმდებლობის დარღვევაა, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 163 ფაქტია, ხოლო ტყის კანონმდებლობის დარღვევის – 136 ფაქტი. ყველაზე ნაკლები 16 ფაქტი წყლის კანონმდებლობის დარღვევაა.