სემეკმა საქართველოს რეგიონებისთვის გაზის ახალი ტარიფები დაადგინა
სემეკმა საქართველოს რეგიონებისთვის, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და ,,საქორგაზისთვის" ახალი ტარიფები დაადგინა.
სემეკის გადაწყვეტილებით, "სოკარ ჯორჯია გაზისთვის", რომელმაც 41 ლიცენზიანტი კომპანია გააერთიანა, ერთიანი ტარიფი დადგინდა და ის დღგ-ს ჩათვლით 56,940 თეთრით განისაზღვრა.
რაც შეეხება კომპანია ,,საქორგაზის" არეალს, აქაც პირველად დადგინდა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 57,011 თეთრი იქნება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ახალი ტარიფი დაადგინა თბილისის მოსახლეობისთვისაც. სემეკის გადაწყვეტილების, გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაძვირდა.
აქამდე მოქმედი ტარიფი დედაქალაქის მოსახლეობისთვის 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, 45.620 თეთრი იყო, დღეს კი სემეკმა 1 კუბურ მეტრზე 46.153 თეთრი დაადგინა (დღგ-ს ჩათვლით).
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ყაზახური სს "ყაზტრანგაზის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2009 წლიდან თბილისის მასშტაბით ყველაზე მეტ აბონენტს ემსახურება.
ტარიფი ძალაში იქნება 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.