ახალციხის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში, პირველ აგვისტოს რამდენიმე საათით დენი გაითიშება.
"ენერგო–პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 714 აბონენტს ახალციხის სოფლებში – საყუნეთი, აწყური, აგარა, გიორგიწმინდა და მუგარეთი.
კომპანიაში ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.