სოფელ რუსთავის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში სასმელი წყლის პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც "მტკვარიჰეს"–მა გვირაბის მშენებლობა დაიწყო.
ადგილობრივი რუსლან ძირკვაძე ამბობს, რომ ორი წყაროს დაშრობის გამო, სოფლის ნაწილი ზაფხულში უწყლოდ დარჩა. წყლის გარეშე დარჩენილმა მოსახლეობამ დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვა, თუმცა ამ დრომდე სოფელში არაფერი შეცვლილა.
,,უწყლოდ დარჩენილებმა წყლის აღება დანარჩენი ორი წყაროდან დავიწყეთ, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დებეტი არცერთს ეყო, დახმარება კი არავისგან მიგვიღია. სოფლის დაახლოებით 80% უწყლოდ არის დარჩენილი"–განმარტავს ანზორ სანდროშვილი.
თავის მხრივ "მტკვარი ჰესმა" მიზეზის დასადგენად კვლევა სამი თვის წინ დაიწყო. თუმცა რუსთაველებს პასუხი მათგან არ მიუღიათ. აქციის მონაწილეებმა განცხადებით მიმართეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას. წერილს 40–მდე ადგილობრივი აწერს ხელს.