სვირში ორ ჰექტრამდე მინდორი დაიწვა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მინდორი დაიწვა.
ცეცხლი ხმელ ბალახს სწრაფად მოედო, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ლოკალიზება იქამდე მოახერხეს, სანამ ხანძარი ტყის მასივს მოედებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ დროისთვის სვირში ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის გავრცელების ან ახალი კერების გაჩენის საშიშროება არ არსებობს.