ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზებას მეტეოროლოგიური პირობები - ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს.
წარმოიქმნა ხანძრის სამი კერა: დაბაში, თორის მთასა და წაღვერში. იწვის უნიკალური ხეები.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთიც ერთვება. როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, მათი ეკიპაჟები უკვე გზაშია.
ბორჯომი თურქეთიდან დამხმარე ძალას ელის, ავიაცია დაბაში ჯერ არ გამოჩენილა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 400-მდე მეხანძრე-მაშველი და რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი.