ნინოწმინდის მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
23 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 67 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხულგუმო, ტამბოვკა, ასფარა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.