ხანძრის ქრობის პროცესში ბელორუსიის ვერტმფრენი ჩაერთო
МИ-26-მა ბორჯომის ცაზე რამდენიმე წუთის წინ გადაიფრინა.
ვერტმფრენი ამ წუთებში წყლის ავზს ავსებს, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობის სამუშაოებს დაიწყებს.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა.
წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"