ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგია შეუწყდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ჯავახეთში, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
24 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 67 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ხულგუმო, ტამბოვკა და ასფარა.
12:00-დან 15:30 საათამდე 715 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში, მდ. ფარავნის მარცხენა ნაწილსა და ქ. ახალქალაქში ცეტკინის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-დან 16:00 საათამდე 847 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, ჯივანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.