ამ ეტაპზე ხანძრის ყველაზე რთული კერა არდაგანშია.
06:00 საათიდან ავიაცია სწორედ ამ ლოკაციაზე მუშაობს. არდაგნის მიმართულებით ცეცხლი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული, 1 ბელარუსული და 2 თურქული ვერტმფრენი, ასევე 1 თურქული თვითმფრინავი მონაწილეობს.
მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები. მთელი ღამის განმავლობაში მუშოაბდა მძიმე ტექნიკა.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული.
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება.
სრული ლიკვიდაციის შემდგომ, ტერიტორიას ეროვნული სატყეო სააგენტო შესწავლის, რომლის საფუძველზეც განსახორციელებელი ღონისძიებები დაიგეგმება.