ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,
საგანგებო შტაბი მუშაობას კიდევ რამდენიმე დღე განაგრძობს, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, დღეს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრების ერთობლივი თათბირი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მინისტრებმა არსებული ვითარება ვერტმფრენით შეისწავლეს.
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება, ტერიტორიის მონიტორინგისა და პატრულირების მიზნით.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ავიაცია ჩაერთო. ხანძრის მცირე კერების ჩაქრობაში სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენია ჩართული.
ამ დროისთვის ხეობაში ნისლი არ არის და შესაბამისად, საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, ხანძრის ლიკვიდაციაში სასაზღვრო პოლიციის ერთმა ვერტმფრენმა დაიწყო მუშაობა.
საჭიროების შემთხვევაში, სალიკვიდაციო სამუშაოებში სხვა ვერტმფრენები, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მიერ გამოგზავნილი ავიაცია ჩაერთვება.
წყარო: ,,ინტერპრესნიუსი"