ხანძრის გამო აბასთუმანს წყალმომარაგება შეუწყდა
კურორტ აბასთუმნის მოსახლეობას, 21:00 საათზე წყლის მიწოდება შეუწყდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყალი ჯერ აიმღვრა, შემდეგ კი შეწყდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ ხანძრის ქრობის სამუშაოების გამო, სათავე ნაგებობასთან წყალი აიმღვრა და სასმელად უვარგისია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტექნიკური ჯგუფი წყლის დაწმენდას ელის, რის შემდეგაც აბასთუმანში წყლის მიწოდება აღდგება.