ლიკანში ხანძარი ლოკალიზებულია
ლიკანში ტორფი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ადგილზე ღია ცეცხლის კერები არ არის და მხოლოდ დაკვამლიანება შეინიშნება.
ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი რჩება, რომლებიც მიმდინარე პროცესს დააკვირდება და ხანძრის ღია კერის აღმოჩენის შემთხვევაში ცეცხლს ჩააქრობს. როგორც ,,მეცხრე არხს" სამცხე–ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ განუცხადა, ლიკანში ხანძარი ლოკალიზებულია.