ნინოწმინდის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
4 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 530 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფოკა, ვლადიმიროვკა, ხულგუმო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.