ხულოში ტყე იწვის
,,ხულოში, სოფელ მეკეიძეებთან ტყეში ხანძარია. ღორჯომის თემში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, თემურ ირემაძის ინფორმაციით, ცეცხლი მთა შავნაბადაზე ნაძვის ხეებს მოედო.
მისივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები უკვე გამოიძახეს და ხანძრის ჩასაქრობად სოფლიდან მოსახლეობა მთაზე მიემართება.
„ხანძრის შესახებ ინფორმაცია იმ ადამიანებმა გვაცნობეს, რომლებიც მთაში იმყოფებოდენ. მათ ხანძრის სამი კერა შენიშნეს. გამოვიძახეთ სახანძრო-სამაშველო სამსახური და როგორც გვაცნობეს, გზაშია. ხანძარი სოფელ მეკეიძეებიდან 25 კილომეტრით დაშორებულ ტყეში გაჩნდა. ჩემი ინფორმაციით ხანძრის კერამდე 4-5 კილომეტრში საავტომობილო გზა არ არის“- ამბობს თემურ ირემაძე.
ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეები ბათუმიდანაც წავიდნენ".
წყარო: ნეტგაზეთი