ახალციხის საავადმყოფოში დაინფიცირებული 29 ბავშვიდან, მკურნალობას 3 მათგანი აგრძელებს. სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტები ძირითადად საშუალო სიმძიმის იყვნენ. მედიკოსები ძირითადად ორ ვერსიაზე საუბრობენ – ბაქტერია და ვირუსი. საბავშვო ბაღებში ლაბორატორიულ დასკვნას ელოდებიან.
ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში მყოფი ბავშვების მდგომარეობა, მედიკოსების შეფასებით, დამაკმაყოფილებელია და მათ ხვალ გაწერენ. მოწამვლის სიმპტომები სულ 68 ბავშვს ჰქონდა, აქედან სამედიცინო დაწესებულებას 35-მა მიმართა. მე–5 ბაღის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ მუშაობა მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღეს ჰოსპიტალში მაღალი სიცხით, პირღებინებით და მუცლის ტკივილით მხოლოდ ერთი ბავშვი შეიყვანეს, თუმცა ამბულატორული დახმარების გაწევის შემდეგ მისი სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობა არ გამოიკვეთა. საბავშვო ბაღებში არაგეგმიურ ინსპექტირებას სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო დღესაც აგრძელებს. საკვები პროდუქტებისა და წყლის სინჯები თბილისის სხვადასხვა ლაბორატორიაში შესასწავლად გადაიგზავნა – განმარტავს ,,მეცხრე არხთან“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სიმპტომებისა და გამოგზავნილი ნიმუშების მიხედვით დაადგენს რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის სიმპტომებით გაზრდილი მიმართვიანობის მიზეზი. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ვარაუდობს, რომ ინტოქსიკაცია ვირუსული ინფექციის შედეგია.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით 35 ბავშვი 18 სექტემბერს შეიყვანეს, დღეს მათ რიცხვს კიდევ ორი დაემატა. ყველა მათგანი საბავშვო ბაღების აღსაზრდელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.