ახალციხის, აბასთუმნისა და ახალქალაქის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ახალციხეში, აბასთუმანსა და ახალქალაქში, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს, 11:00-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 223 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბეჟანო, ტაბაწყური, კუმურდო, კიროვაკანი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 16:00 საათამდე 994 აბონენტს ახალციხის სოფლებში წყრუთი, სვირი, ანი, წირა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 17:30 საათამდე 303 აბონენტს აბასთუმანში რუსთაველის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.