დასუფთავების აქცია აბასთუმნის ტყეში
"დემოკრატ მესხთა კავშირისა" და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ინიციატივით, აბასთუმანში, დასუფთავების აქცია მოეწყო.
დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა FID-ის მონაწილეებმა, ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, ის ტერიტორია დაასუფთავეს, სადაც 2017 წლის აგვისტოს თვეში გაჩენილი ხანძრის დროს, საკოორდინაციო შტაბი იყო განთავსებული.
"დემოკრატ მესხთა კავშირის" ინფორმაციით, მონაწილეები ორ ჯგუფად განაწილდნენ და ეროვნული პარკის სხვადასხვა მონაკვეთი მყარი ნარჩენებისგან გაწმიდეს. ამგვარად მათ მომავალში, ახალი ხანძარი წარმოქმნის რისკი შეამცირეს.
პროგრამის მონაწილეების მხრიდან, ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზე ზრუნვა პირველი არ არის. მანამდე, ქალაქ ახალციხეში, საინფორმაციო აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდები მოსახლეობას, მათ მიერ ბუნებაში არასწორი ქცევის შედეგებზე ესაუბრნენ.
დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამას FID საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციის, ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის პარტნიორი სამცხე-ჯავახეთში, არასამთავრობო ორგანიზაცია, დემოკრატ მესხთა კავშირია.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისთვის თანამშრომლობას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.