ნინოწმინდის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს, 11:00-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 182 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, უჩმანა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.