ახალციხეში, ახალქალაქსა და ადიგენში, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს, 10:10-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 227 აბონენტს ახალციხეში რუსთაველის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 17:00 საათამდე 238 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში გოგაშენი, აზმანა, აფნია და მიმდებარე სოფლებში.
11:15-დან 18:15 საათამდე 20 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფელ ზაზალოში.
15:00-დან 19:00 საათამდე 643 აბონენტს ახალციხეში რუსთაველის, გვარამაძის, წმ. დავითისა და კონსტანტინეს და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.