ახალციხის მერობის კანდიდატები ქალ ამომრჩევლებს მოუსმენენ
ახალციხის მერობის კანდიდატები ქალი ამომრჩევლებს შეხვდებიან და მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრებენ.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე გაიმართება. პოლიტიკური პარტიების წევრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ექვსი თემის წარმომადგენელი ქალები, სოფლის პრობლემების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და მათგან მოგვარების გზებს მოისმენენ.
პრობლემები, რომლებიც თემში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ, ქალთა სამოქალქო საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა.
მსგავსი შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის ექვს თემში გაიმართა. ქალებთან შეხვედრების დროს წამოჭრილ პრობლემებს, საბჭოს წევრები ახალციხის მერობის კანდიდატებთან, დღეს დისკუსიის დროს განიხილავენ. მათგან მოგვარების გზებს მოისმენენ და 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენას დაელოდებიან, რათა გაარკვიონ, მოხდება თუ არა ქალების საკითხების ასახვა მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.
შეხვედრები პროექტის ”ქალები ქალებისათვის” ფარგლებში ხორციელდება. მას ა.ო. ”სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრი”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში,USAID–ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.