ახალციხის და ახალქალაქის სოფლებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს, 09:00-დან 19:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2 660 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, ტყემლანა, თისელი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე 1 223 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბეჟანო, ტაბაწყური, კიროვაკანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.