ადიგენის, ბორჯომისა და ახალქალაქის ნაწილს, ელექტროენერგია გაეთიშება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს, 10:30-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 346 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბავრა, ხოსპიო, ბეჟანო, მოდეგამი, ჭიხარულა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე 152 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში მლაშე, ფლატე და არზნე.
12:00-დან 17:00 საათამდე 1 377 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში მზეთამზე, კიმოთი, ცემი და მიმდებარე სოფლებში. აგრეთვე წაღვერში სტალინის, მარიჯანის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.