ადიგენის და ნინოწმინდის მოსახლეობას, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 294 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში განძა, საღამო, ფოკა, ხულგუმო, გორელოვკა და მიმდებარე სოფლებში.
12:30-დან 18:00 საათამდე 968 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში გორგული, ღორძე, სამყური და მიმდებარე სოფლებში. აგრეთვე ქ. ადიგენში მესხეთის, ჩადუნელის, თამარ მეფის, ვაჟა ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.