ბორჯომისა და ნინოწმინდის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდება 202 აბონენტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვაბისხევი, ზორეთი, დვირი.
14:30-დან 15:30 საათამდე - 775 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სათხა, დიდი არაქალი, პატარა არაქალი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.