ახალციხის, ასპინძის და ნინოწმინდის სოფლებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 დეკემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 361 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვილისი, პატარა პამაჯი, ორალი, ყულალისი და მიმდებარე სოფლებში.
11:30-დან 17:00 საათამდე 449 აბონენტს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭობარეთი, ივერია, ერკოტა, ღობიეთი და მიმდებარე სოფლებში.
13:30-დან 17:00 საათამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალთბილა, ვალე, აბათხევი და მიმდებარე სოფლებში.
15:00-დან 18:30 საათამდე 1 189 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, თორია და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.