ნინოწმინდის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 დეკემბერს, 11:30-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 189 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, თორია, ყაურმა, უჩმანა და სათხა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.