19 დეკემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 დეკემბერს 11:30-დან 18:30 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1355 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხანდო, აზავრეთი, ალასტანი, ვარევანი და მიმდებარე სოფლებში,
11:30-დან 18:30 საათამდე 467 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ნაქალაქევი, თმოგვი, ვარძია, აფნია, ხერთვისი და მიმდებარე სოფლებში,
12:30-დან 14:30 საათამდე 363 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, ტყემლანა და თისელი,
16:00-დან 18:00 საათამდე 1193 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, დიდი ზანავი, წრე, ციხისუბანი, არზნე და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.