სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 დეკემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
890 აბონენტს ვალეში მანველიშვილის, მაჭარაშვილის, რუსთაველის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე,
13:00-დან 14:00 საათამდე 747 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში სულდა, კარწახი, დადეში და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.