26 დეკემბრამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
სინოპტიკოსების განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, 26 დეკემბრამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. მაღალ მთაში თოვლი, ხოლო ბარში ნალექი წვიმის სახით იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, 25 დეკემბრის მდგომარეობით, თოვლი მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი. 27 დეკემბრიდან დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი.
„ნალექი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება 26 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი თოვლის სახით იქნება ზოგიერთ რაიონში. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
საქართველოში არამდგრადი ამინდი 26 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. 27 დეკემბრიდან გამოიდარებს და დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება”, - განაცხადეს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში.