უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში 55%–ს რუსეთი აშშ–ზე ძლიერი ჰგონია
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი (41%) მიიჩნევს, რომ რუსეთი, სამხედრო ძალის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებულ
შტატებზე ძლიერია. აშშ რუსეთზე ძლიერი კი გამოკითხულთა მესამედზე მეტს - 36 პროცენტს მიაჩნია.
ეს ორი ქყვეყანა თანაბარი ძალის ჰგონია გამოკითხულთა 15 პროცენტს, "არ ვიცი" კი - 8 პროცენტმა უპასუხა.
რუსეთის სიძლიერეში დარწმუნებული მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი (55%) უმცირესობებით დასახლებულ ადგილებშია,
ყველაზე ნაკლები წილი (35%) კი - თბილისში.
აშშ-ს სიძლიერის ყველაზე დიდ წილს (48%) თბილისში სჯერა, ყველაზე ნაკლებს (18%) - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში.
UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.
წარმომადგენლობითი შერჩევით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა, პირისპირ ინტერვიუთი გამოიკითხა 2 298 ადამიანი (გამოპასუხება 48%).
კვლევაში მონაწილე პირები შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩნენ, ცდომილება კი - 1,9 პროცენტია.