შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში „ტალიტა კუმი“, 17 იანვარს, შობა-ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
ბავშვებმა თავისი შესაძლებლობები ცეკვითა და სიმღერით წარმოაჩინეს.


ღონისძიებას ორგანიზება სარეაბილიტაციო ცენტრის „ტალიტა კუმი“-ს თანამშრომლებმა და შშმ პირთა მშობელთა არასამთავრობო ორგანიზაციამ „თანადგომა შვილებს“ გაუკეთეს.
შეხვედრაზე ასევე ჩართულნი იყვნენ „დემოკრატ მესხთა კავშირი“-სა და პირველი საჯარო სკოლის ახალგაზრდები.

ფოტოები მოგვაწოდა ჯაბა ნათენაძემ.