ასპინძისა და ბორჯომის სოფლების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 182 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ნაქალაქევი, ფია, ფანაქეთი, სარო და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 14:00 საათამდე 279 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ჭობისხევი და დვირი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.