საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
უახლოესი დღეების განმავლობაში, საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში ამბობენ, რომ დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი 26 იანვრის ჩათვლით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +4,+9 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ხოლო კვირისთვის ნავარაუდევია ტემპერატურის +12,+13 გრადუსამდე მომატება. იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, კვირის ჩათვლით ნალექია ნავარაუდევი, მთიან და მაღალმთიან ადგილებში თოვლის სახით, ზოგან ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია 0,5 გრადუსი, მთიან რაიონებში –2, +3 , ხოლო მაღალმთიან რაიონებში –3, –8 გრადუსამდე.
დედაქალაქში კვირის ჩათვლით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 27–28 იანვარს შესაძლოა თბილისში თოვლჭყაპი იყოს.